რაციონალურ-ემოციური თერაპია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rational-emotive Therapy (RET)

პიროვნების შეცვლის ყოვლისმომცველი სისტემა, რომელიც ეფუძნება მოსაზრებას, რომ ადამიანები ხშირად ირაციონალური წარმოდგენებით ცხოვრებენ, რასაც შედეგად ფსიქოლოგიური პრობლემები მოჰყვება.

რაციონალურ-ემოციური თერაპია ალბერტ ელისმა შექმნა. ის კოგნიტური თერაპიის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფორმაა.

ელისი ამ თეორიის შექმნამდე ფსიქოანალიზის პასიურმა და ნაკლებეფექტურმა რეზულტატებმა მიიყვანა, რის ნიადაგზეც, 1955 წელს, გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანები იბადებიან თანდაყოლილი ძლიერი ტენდენციით, გაუმკლავდნენ სერიოზულ პრაქტიკულ და ემოციურ პრობლემებს, რასაც თავიანთი ემოციური, კოგნიტური და ქცევითი ცვლილებებით ახერხებენ. თუმცა, სხვა კონსტრუქტივისტებისგან განსხვავებით, ელისი არ უარყოფდა ადამიანში არსებულ, თანდაყოლილ დესტრუქციულ ტენდენციებს. პირიქით, აღნიშნავდა, რომ ადამიანები ხშირად არიან მიდრეკილები რომ თავიანთი მიზნები და პრიორიტეტები (რომლებიც, თავის მხრივ, უმეტესად, სოციალურად არის დასწავლილი) თვითდესტრუქციულ, რადიკალურ იმპერატივებად, ვალდებულებებად და საჭიროებებად გადააქცნიონ. ელისმა მოახდინა ამგვარი რადიკალური მტკიცებების კლასიფიცირება სამ ძირითად იმპერატივად: (1) „აუცილებლად უნდა შევასრულო კარგად ის, რასაც ვაკეთებ და მოვიპოვო მნიშვნელოვანი სხვების მოწონება“; (2) „სხვა ადამიანები კარგად და სამართლიანად უნდა მომექცნენ“; (3) „ჩემი ცხოვრებისეული მოვლენები და პირობები უნდა იყოს სასიამოვნო და თავიდან უნდა ავიცილო იმედგაცრუებები“.

ელისის მიხედვით, მას შემდეგ, რაც ადამიანები შეიქმნიან არაადეკვატურ მოთხოვნებს გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ, რომლებიც „უნდა“ ტიპის იმპერატიულ მოსაზრებებში გამოიხატება, ისინი იწყებენ ამ მოსაზრებების შესატყვისი გადაჭარბებული არარეალისტური და არაადეკვატური რწმენების შექმნას: მაგალითად, „რადგან წესიერად ვერ შევასრულე სამუშაო, არაადეკვატური ვარ“; „რადგან უსამართლოდ მომექეცი, ცუდი ადამიანი ხარ“ და ა.შ.

რაციონალურ-ემოციური თერაპიის დროს თერაპევტის მთავარ მოვალეობას წარმოადგენს დაანახოს კლიენტს, რომ ის არასასურველი ემოციური რეაქციები და პრობლემები, რომლებიც თან სდევს ამგვარ წარმოდგენებს და რწმენებს, ერთი მხრივ, ირაციონალურია და რეალობას არ ასახავს, ხოლო, მეორე მხრივ, შეცვლადია.

თერაპიის პროცესში ამგვარი წარმოდგენები ღიად განიხილება თერაპევტსა და კლიენტს შორის და ხდება იმ მიზეზების ობიექტურად და რაციონალურად განხილვა, რომლებმაც გამოიწვიეს ესა თუ ის შედეგი. მთლიანობაში, თერაპევტი ცდილობს ჩაანაცვლოს კლიენტის დოგმატური და ირაციონალური აზროვნების სტილი რაციონალური იდეებით და მოახდინოს არსებული რწმენა-წარმოდგენების რეკონსტრუირება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

კატეგორია: 
ავტორები: