მდგრადობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Robustness

ამა თუ იმ სტატისტიკური კრიტერიუმის გამოყენება მოითხოვს გარკვეული დაშვებების შესრულებას. ამ დაშვებების დარღვევამ შეიძლება შეცვალოს პირველი გვარის შეცდომის დაშვების ალბათობა ანუ წინასწარ ფიქსირებული მნიშვნელოვნების დონე და ფაქტიური მნიშვნელოვნობის დონე განსხვავებული აღმოჩნდებიან. სტატისტიკური კრიტერიუმი მდგრადია, თუ დაშვების დარღვევას აქვს მცირე გავლენა პირველი გვარის შეცდომის ალბათობაზე. მაგალითად, ერთფაქტორიანი დისპერსიული ანალიზის (ANOVA) გამოყენებისას მოითხოვება: 1) შერჩევის ქულები შემთხვევითად და ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მიღებულია პოპულაციებიდან; 2) პოპულაციები ნორმალურადაა განაწილებული; 3) პოპულაციების დისპერსიები ტოლია. თუმცა ANOVA-ს გააჩნია გარკვეული მდგრადობა ამ პირობების დარღვევის მიმართ. კერძოდ, თუ ყველა ჯგუფში ცდის პირთა რაოდენობა ტოლია და ჯგუფებში ქულათა განაწილება არაა ძალიან წამახვილებული, მაშინ 2) და 3) პირობების დარღვევის შემთხვევაშიც კი  თავიდან ფიქსირებული და ფაქტიური პირველი გვარის შეცდომის ალბათობები დაახლოებით ტოლია.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: