როზა ლუქსემბურგი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rosa Luxemburg

როზა ლუქსემბურგი (1871-1919) იყო პოლონურ-ებრაული წარმოშობის გერმანელი ჟურნალისტი, მარქსისტი ფილოსოფოსი და ეკონომისტი, რევოლუციონერი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარცხენე ფრთის წევრი. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლონეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და გერმანიის კომუნისტური პარტიის დაარსებაში. მან განვითარა მარქსისტული თეორიის ჰუმანისტური ვერსია, რომელიც კონცენტრირებულია ინტერნაციონალიზმსა და მასობრივ მონაწილეობაზე.

როზა ლუქსემბურგი 1871 წელს დაიბადა პოლონეთში (იმ დროს რუსეთის იმპერიაში). პირველ ეტაპზე განათლება ვარშავაში მიიღო, მაგრამ პოლონეთის უნივერსიტეტები იმ დროს ქალებისთვის ღია არ იყო, ამიტომ 1889 წელს შვეიცარიაში გადასახლდა, სადაც ციურიხის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და 1897 წელს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მოიპოვა. მისი დისერტაცია პოლონეთში კაპიტალიზმის განვითარებას ეხებოდა.

როზა ლუქსემბურგისთვის პრინციპულად მიუღებელი იყო იყო ნაციონალისტი სოციალისტების იდეები, რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ. ლუქსემბურგი და მისი თანამოაზრეები აკრიტიკებდნენ ეროვნული იდენტობის, პატრიოტიზმის ცნებებს, რომელთაც ისინი ინტერნაციონალური სოლიდარობის იდეებს უპირისპირებდნენ. ლუქსემბურგი რეფორმიზმის წინააღმდეგი იყო (რითაც უპირისპირდებოდა სოციალისტ რევიზიონისტებს) და მიიჩნევდა, რომ მუშათა კლასის გათავისუფლება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ კაპიტალიზმიდან სოციალიზმზე რადიკალური გადასვლის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ლუქსემბურგი რადიკალი მარქსისტი იყო, მისთვის ახლოს იყო ლიბერალური და ჰუმანისტური ღირებულებები; მხარს უჭერდა დემოკრატიული ინსტიტუტების შენარჩუნებას. ამის გამო მან მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის ოქტომბრის რევოლუცია და ბოლშევიკური მთავრობის პირველი ნაბიჯები. ლუქსემბურგის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი გარდამტეხი მოვლენა იყო რუსეთის 1905 წლის რევოლუცია, რომელშიც ის აქტიურად ჩაება უკვე ბოლო ეტაპზე, ვარშავაში. ამ გამოცდილების შთაგონებით მან ჩამოაყალიბა რევოლუციური მასობრივი ქმედების თეორია, რომლითაც ლენინის თეორიებს უპირისპირდებოდა. ამ უთანხმოებების მიუხედავად, ლენინი განსაკუთრებულად აფასებდა ლუქსემბურგს; მის ავტორიტეტს აღიარებდა ტროცკიც.

როზა ლუქსემბურგი  თავის თანამებრძოლთან, კარლ ლიბკნეხტთან ერთად მოკლეს 1919 წელს ბერლინში ერთ-ერთი ამბოხების დროს. მისი ცხოვრება და მოღვაწეობა მისი თაობის რადიკალურად განწყობილი მემარცხენეებისთვის შთაგონების წყარო იყო, განსაკუთრებით მისი ტრაგიკული  სიკვდილის შემდეგ. გარდა აქტივიზმისა, აღიარებულია როზა ლუქსემბურგის, როგორც მემარცხენე მოაზროვნის, მნიშვნელობა და მარქსისტული თეორიის მისი გადამუშავების თეორიული ღირებულება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Rosa Luxemburg. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online.Encyclopædia Britannica Inc., 2016. Web. 08 Feb. 2016. URL: http://www.britannica.com/biography/Rosa-Luxemburg

კატეგორია: 
ავტორები: