საჯარო პოლიტიკის წარმოების რაუნდების მოდელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rounds Model of Public Policymaking

პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის ციკლური კონცეფციის ალტერნატიულ, არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემუშავებულ “რაუნდების” მოდელს ჰოლანდიელი პოლიტიკის მეცნიერეი ჯ.ტეისმანი გვთავაზობს. აღნიშნული მოდელის შემუშავებამდე მეცნიერმა ჯერ სტადიური  და დინებების (ნაკადური) მოდელების ძლიერი და სუსტი მხარეები გაანალიზა, რის შედეგადაც დაასკვნა, რომ საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის სრულყოფილი ანალიზისთვის ინტერდისციპლინური მიდგომისა და მრავალდონიანი კვლევის წარმოებაა საჭირო. ასეთ აუცილებლობას ჰოლანდიელი მეცნიერი პოლიტიკის ანალიზის საკვლევი თემატიკის თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით ხსნიდა. გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში ჩართულ აქტორთა სიმრავლემ და მასთან დაკავშირებულმა ბრძოლამ პოლიტიკის ალტერნატიულ გადაწყვეტილებებს შორის, მეცნიერი აიძულა პოლიტიკურ-მმართველობით პროცესი წარმოედგინა გადაწყვეტილებების მიღების რაუნდების ერთობლიობის სახით. ავტორის მტკიცებით, გადაწყვეტილების მიღების თითოეული რაუნდი, პირველ რიგში, ურთიერთობაა გარკვეულ გადაწყვეტილებებს შორის, რომელსაც ესა თუ ის პოლიტიკის მოთამაშეები ლობირებენ.

რაც შეეხება რაუნდში მონაწილეთა რაოდენობას, მათ შორის არსებულ ძალთა თანაფარდობასა და თამაშის წესებს, ისინი რაუნდიდან რაუნდამდე იცვლება, პოლიტიკის გადაწყვეტილება კი თითოეული რაუნდის ფარგლებში მუდმივ კორექტირებას განიცდის. ამ გაგებით, არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს ერთხელ და სამუდამოდ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც კორექტირების საშიშროება ნაკლებად დაემუქრებოდა. გადაწყვეტილების განხორციელების პროცესშიც კი რესურსების ნაკლებობის გამო, ის შესაძლებელია არაერთხელ შეიცვალოს და დაზუსტდეს. ამ კონცეფციის მიხედვით, ნებისმიერი საჯარო გადაწყვეტილება დამტკიცებისა და განხორციელების პროცესში გაივლის მრავალ “ვირტუალურ” მდგომარეობას, რომლის საბოლოო შედეგიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილე პოლიტიკის აქტორთა შორის პოლიტიკურ რინგზე მოპოვებულ გამარჯვებაზეა დამოკიდებული. საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის ციკლური კონცეფციიის წინააღმდეგ გამოთქმული რიგი კრიტიკული შენიშვნებისა და პრეტენზიების მიუხედავად,  აღნიშნული კონცეფცია კვლავ ინარჩუნებს საკმაოდ ძლიერ პოზიციებს სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურაში.

პოლიტიკის ანალიზის ისეთი ცნობილი მკვლევრები, როგორებიც ანდერსონი, ჰილი, პარსონსი და სხვები არიან, აღნიშნულ კონცეფციას ადარებენ ერთგვარ მაშველ წრეს, რომელიც პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის ჰიპერკომპლექსურობის ოკეანეში წყალზე თავისუფლად ტივტივის საშუალებას იძლევა და მეცნიერებსა და პრაქტიკოს-ანალიტიკოსებს უდიდესი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის გაადვილების საშუალებას აძლევს. ამ კონცეფციის მომხრე არაერთი მეცნიერი ციკლურ მოდელს უფრო ანალიტიკური ხერხის სახით განიხილავს, ვიდრე პოლიტიკის რეალობის აღწერის საშუალებად. ტრადიციულ ვარიანტში, საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის სტადიურ-ციკლური მოდელი დღეს წარმოდგება პოლიტიკის ანალიზის განხორციელების ძირითადი სამუშაო ინსტრუმენტის სახით, თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ნამდვილად სერიოზულად მოიკოჭლებს თავის დისკრიფციული და კოგნიტური შესაძლებლობებით. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: