საკუთარი თავისადმი მიკერძოება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Self-serving Bias

ატრიბუციულ მიკერძოებათა ერთობლიობა, როცა ადამიანები ცდილობენ, თავის დამსახურებად ჩათვალონ წარმატება და მათთვის სასურველი შედეგები, ხოლო წარუმატებლობისთვის, სირთულეებისთვის და არასასურველი შედეგებისთვის პასუხისმგებლობა სხვებს დააკისრონ. ასეთი მიკერძოება ფუნქციურად მნიშვნელოვანია, რადგან დადებითი აფექტისა და თვითშეფასების შენარჩუნებას ემსახურება.

საკუთარი თავისადმი მიკერძოების ასახსნელად მოტივაციური და კოგნიტური პროცესები გამოიყენება. თვითშეფასებისა და საკუთარ თავზე შთაბეჭდილების მართვის საჭროება, შესაძლოა, საკუთარი თავისადმი მიკერძოებული ატრიბუციებისთვის ბიძგის მიმცემი გახდეს. გარდა ამისა, მიკერძოება რაციონალური კოგნიტური პროცესის შედეგი შეიძლება იყოს, რომელშიც ცოდნა, ერთ მხრივ, წარსულში განცდილი წარმატების შესახებ და, მეორე მხრივ, მოსალოდნელი სამომავლო წარმატების შესახებ, ინდივიდს წარმატებას შინაგანი ფაქტორების შედეგად დაანახვებს. ის წარსულისა და ინტენციების კონსისტენტურია, ხოლო წარუმატებლობა/მარცხი არც წარსული შედეგების კონსისტენტურია და არც — აწმყოში არსებული ინტენციების, ამიტომ გარეგან ატრიბუციას უდებს სათავეს. მაგალითად, „ჯილდო იმიტომ მივიღე, რომ კარგად ვწერ“, „შეჯიბრში იმიტომ დავმარცხდი, რომ მსაჯი იყო უსამართლო“.

ადამიანები ჯგუფის წევრობის შემთხვევაშიც ასეთივე მიკერძოებულობას იჩენენ. ისინი უფრო ხშირად ცდილობენ ჯგუფის წარმატებების საკუთარ თავზე მიწერას, ხოლო წარუმატებლობებში ჯგუფის სხვა წევრების დადანაშაულებას. 

***

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1. 

კატეგორია: 
ავტორები: