სემიოტიკა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Semeiotics

მეცნიერება ნიშნებისა და ნიშნური სისტემების, ნიშნური (ანუ ნიშნის გამომყენებელი) ქცევისა და ნიშნური (ლინგვისტური და არალინგვისტური) კომუნიკაციის შესახებ. შეისწავლის სიმბოლოთა მეშვეობით ურთიერთობის ყოველგვარ საშუალებას და განიხილავს ურთიერთობას ცხოველებს (ზოოსემიოტიკა), ადამიანებს შორის და მიმართებებს სისტემაში „ადამიანი – მანქანა“, ასევე იმ ობიექტებს, რომლებიც შეიძლება განხილულ იქნეს ენად: ა) ბუნებრივ ენებს; ბ) ხელოვნურ ენებს (ბრძანებები და პროგრამები სისტემაში „ადამიანი – მანქანა“); გ) მეტაენებს (ბუნებრივი და ხელოვნური ენების აღწერისათვის გამოსაყენებელი ენები); დ) მეორად ენებს (ე. წ. მეორადი მამოდელირებელი სისტემები) ანუ კულტურაში პირველადი ბუნებრივი ენების საფუძელზე გაჩენილ მრავალგვარ ენას (მითის, რიტუალის, სოციალურ–ეთნიკური აკძალვებისა და დანაწესების სიმბოლური სისტემები, ხელოვნების სხვავადსხვა დარგის ენები და სხვ.). ს. ყურადღებას ამახვილებს ამა თუ იმ მოვლენის ნიშნად გადაქცევაზე და ნიშნის სამ განზომილებაზე: 1) სინტაქტიკაზე (ნიშნებს შორის შინაგანი კავშირები), 2) სემანტიკაზე (ნიშანსა და აღსანიშნს შორის ურთიერთმიმართებები), 3) პრაგმატიკაზე (ნიშანსა და ნიშნით მოსარგებლეს შორის ურთიერთმიმართება). ს–ს სემიოლოგიასთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჰუმანიტარული მეცნიერების მეთოდოლოგიაში. ს–ურობა კულტურის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა და აისახა ს–ური კულტურის ცნებაში, რომელიც კულტურას ახასიათებს ნიშნურობის, კულტურის ტექსტებში ფიქსირებული მნიშვნელადი ინფორმაციის აღნიშვნა–ინტერპრეტაციის სპეციფიკით.

კატეგორია: 
ავტორები: