სეპარატისტული ფემინიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Separatist Feminism

სეპარატისტული ფემინიზმი მჭიდრო კავშირშია ლესბოსურ ფემინიზმსა და რადიკალურ ფემინიზმთთან. სეპარატისტული ფემინიზმი ექსკლუზიურად ქალებზეა ორიენტირებული და მიიჩნევს, რომ ქალთა სიტუაციის გაუმჯობესებაზე თავად ქალებმა უნდა იზრუნონ. ის უპირისპირდება პატრიარქატს, პატრიარქალურ ინსტიტუტებსა და კულტურას, კაცთა უხილავ პრივილეგიას ცხოვრების ყველა სფეროში და ქალებზე ორიენტირებული და ქალების მიერ დომინირებული სივრცეების შექმნას ცდილობს. მერილინ ფრაის განმარტებით, სეპარატისტული ფემინიზმი არის „გამიჯვნა კაცებისგან და კაცების მიერ განსაზღვრული, დომინირებული, კაცების სარგებლისკენ მიმართული და კაცების პრივილეგიის შემნარჩუნებელი ინსტიტუტებისგან, როლებისა და აქტივობებისგან. ამ გამიჯვნას ქალები მიზანმიმართულად წამოიწყებენ და ინარჩუნებენ“.

სეპარატისტი ფემინისტები ხშირად ქმნიან ალტერნატიულ, ღია და ქალებისთვის უსაფრთხო სივრცეებს და ცდილობენ მათ განსხვავებულად ორგანიზებას: გადაწყვეტილების მიღების კონსენსუსზე დაფუძნებული მოდელის დამკვიდრებას, იერარქიულობის მოშლას, პირადი საკითხების წინ წამოწევას. ამრიგად, სეპარატისტული ფემინიზმი უპირისპირდება ისეთ პრაქტიკებს, რომლებიც ხშირად „საღ აზრად“ ან ბუნებრივ მოცემულობად არის აღქმული.

სეპარატისტი ფემინისტების კრიტიკოსები ხშირად ამბობენ, რომ კულტურისგან სრული განცალკევება შეუძლებელია და ხშირად ასეთი მცდელობები თავის მოტყუებაა. ეკონომიკურად მაინც ყველა დამოკიდებულია დომინანტურ ინსტიტუტებზე. ამის საპასუხოდ სეპარატისტი ფემინისტები ამტკიცებენ, რომ, შეიძლება, გულუბრყვილოდ ჟღერს წარმოდგენა, რომ სრულად განცალკევდე არსებული ცოდნის, ლოგიკის, დომინანტური ინსტიტუტებისა და დისკურსებისაგან, მაგრამ მტკიცება, რომ არავის შეუძლია განუდგეს ფალოცენტრულ კულტურასა და ღირებულებებს, ასევე ქედმაღლური და კოლონიალისტურია.  

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Lorraine Code, Encyclopedia of Feminist Theories, Routledge, 2000.

კატეგორია: 
ავტორები: