ფორმის კონსტანტობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Shape Constancy

ფორმის კონსტანტობა მჭიდროდ უკავშირდება სიდიდის კონსტანტობას. ეს არის საგნების რეალური ფორმის აღქმის უნარი რეტინალური გამოსახულების ზომების ცვლილების მიუხედავად. თქვენ სწორად აღიქვამთ ობიექტის რეალურ ფორმას მაშინაც კი, როდსაც საგანი შებრუნებულია და თავად ობიექტისგან არსებითად განსხვავებულ რეტინალურ გამოსზულებას ქმნის. მაგალითად, დახრილი ოთხკუთხედი ბადურაზე ტრაპეციის ფორმის გამოსახულებას ქმნის, დახრილი წრე — ელიფსის ფორმის გამოსახულებას. მიუხედავად ამისა, თქვენ ზუსტად აღიქვამთ მათ ფორმებს: სივრცეში დახრილ წრეს ან ოთხკუთხედს. როდესაც სიღრმეზე სწორი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, ვიზუალურ სისტემას ობიექტის რეალური ფორმის განსაზღვრა თქვენგან ობიექტის სხვადასხვა ნაწილის დაშორების გათვალისწინებითაც შეუძლია.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: