ფორმირება თანმიმდევრული მიახლოებით

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Shaping by Successive Approximation

ქცევის დასწავლის მეთოდი, რომლის დროსაც განმტკიცდებათ ის რეაქციები, რომლებიც წარმატებულად უახლოვდებიან და მაქსიმალურად ახლოს არიან სასურველ რეაქციასთან.

ფორმირება თანმიმდევრული მიახლოებით ხშირად გამოიყენება ცხოველისა და ადამიანისთვის რთული ქცევეიბს სწავლების პროცესში. ამ დროს განამტკიცებთ ნებისმიერ ქცევას, რომელიც წარმატებულია და თანაც მიახლოებული საბოლოო მიზანთან.

ეს ასე კეთდება: ჯერ, ვთქვათ, ვირთხა მშიერი უნდა დატოვოთ ერთი დღის განმავლობაში. დეპრივაციის გარეშე საჭმელმა შეიძლება არ იმუშაოს, როგორც განმამტკიცებელმა. შემდეგ სისტემატურად ათავსებთ საკვებს კაბინის ერთ კუთხეში ისე, რომ ვირთხა მას ხედავდეს. ახლა შეგიძლიათ დაიწყოთ შეიპინგი ანუ ფორმირება იმით, რომ საკვების მიწოდების სიხშირე დაუკავშიროთ ვირთხის სპეციფიკურ ქცევით რეაქციას, მაგალითად, კარის სახელურთან მისვლას. საჭმელი ვირთხას მიეწოდება მხოლოდ მაშინ, როცა ის უფრო ახლოს მიდის კარის სახელურთან. განმამტკიცებელი კი იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ ვირთხა ეხება მას, ხოლო საჭმლის მისაღებად მან სახელურს უნდა დააჭიროს. ამ დროს ვირთხა სწავლობს, რომ სახელურის ჩამოწევა მისთვის საკვების მომტანია. ასე რომ, შეიპინგისთვის უნდა განსაზღვროთ პროგრესის ეტაპები სამიზნე ქცევის შესატყვისად და გამოიყენოთ დიფერენცირებული განმტკიცება თითოეული ეტაპის ფორმირებისათვის.

შემდეგი მაგალითი კი უკვე აუტისტური სპექტრის აშლილობის დიაგნოზის მქონე სამი წლის ბიჭს შეეხება, რომელსაც არ შეეძლო სოციალური და ვერბალური ქცევების განხორციელება. ხშირად ჰქონდა ტანტრუმები და საკუთარი თავის დამაზიანებელი ქცევებიც. კატარაქტის ოპერაციის შემდეგ მან უარი თქვა სათვალეების ტარებაზე, რაც ძლიერ მნიშვნელოვანი იყო მისი მხედველობისათვის.

სათვალის ტარების ქცევის ფორმირების პროცესში, თავდაპირველად მას ეძლეოდა კანფეტიც სათამაშოს ჭყვიტინის შემდეგ. ასე რომ, საჭმელთან ასოციაციის ფონზე ეს ხმა პირობითი განმტკიცება გახდა. შემდეგ ტრენინგი გაგრძელდა უმინო  სათვალის ჩარჩოთი. თავიდან ჭყვიტინი ისმოდა მაშინ, როცა პატარა სათვალის ჩარჩოს ხელში იღებდა, მალე ეს ხმა ისმოდა მას შემდეგ, რაც ჩარჩო ხელში ყოვნდებოდა, ბოლოს — როცა ბავშვს ეკეთა სათვალე. ნელ-ნელა ბიჭი ჯილდოვდებიდა მაშინ, როცა მას თვალთან ახლოს მიჰქონდა ჩარჩო. რამოდენიმე კვირაში ბავშვმა დაიწყო ჩარჩოს თავზე წამოცმა და მალე სწორად მოირგო თვალებზე. ტრენინგის შემდეგ ეტაპზე ბავშვმა ისწავლა სათვალის ტარება დღეში 12 საათის განმავლობაში.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: