სიდიდის კონსტანტობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Size Constancy

სიდიდის კონსტანტობა საგნის რეალური სიდიდის აღქმაა, მისი რეტინალური გამოსახულების ცვლილების მიუხედავად. საგნის რეალურ სიდიდეს, ნაწილობრივ, ბადურაზე მისი შესატყვისი გამოსახულების სიდიდის საფუძველზე აღვიქვამთ. თუმცა, ბადურაზე გამოსახულების ზომა დამოკიდებულია როგორც საგნის რეალურ სიდიდეზე, ისე — თვალიდან მის დაშორებაზე. დაშორებაზე ინფორმაციას სიღრმის სხვადასხვა მანიშნებლით ვიღებთ. საგნის სიდიდის აღსაქმელად ვიზუალური სისტემა ამ ინფორმაციას აერთიანებს ხატის სიდიდის შესახებ რეტინალურ ინფორმაციასთან. საგნის სიდიდე, ჩვეულებრივ, დისტალური სტიმულის ზომას შეესაბამება. სიდიდის კონსტანტობა ნიშნავს საგნის რეალური სიდიდის აღქმის უნარს, ბადურაზე მისი გამოსახულების ცვლილებისდა მიუხედავად. 

თუ საგნის სიდიდე მანძილის მანიშნებლების გათვალისწინებით აღიქმება, მაშინ მანძილზე ზუსტი ინფორმაციის უქონლობის შემთხვევაში, მას ყოველთვის დამახინჯებულად აღვიქვამთ. ერთ-ერთი ასეთი ილუზია ხდება ეიმსის ოთახში, რომელიც სურათზეა (სურათი N1) მოცემული. 120 სმ სიმაღლის გოგონასთან შედარებით, 180 სმ სიმაღლის მამაკაცი ძალზე დაბალი ჩანს ოთახის მარცხენა კუთხეში, თუმცა, უჩვეულოდ მაღალია მარჯვენა კუთხეში. ამ ილუზიის მიზეზი ისაა, რომ ოთახს ოთხკუთხედად აღიქვამთ, რომელსაც თქვენგან თანაბარი მანძილით დაშორებული ორი უკანა კუთხე აქვს. ამდენად, გოგონას რეალურ სიმაღლეს ორივე შემთხვევაში ბადურაზე გამოსახულების კონსისტენტურად აღიქვამთ. რეალურად გოგონა არ არის თანაბარი მანძილით დაშორებული, რადგან ეიმსის ოთახი გონებამახვილურ ილუზიას ქმნის. ის გვეჩვენება მართკუთხა ფორმის ოთახად, სინამდვილეში კი აგებულია არამართკუთხა ზედაპირებით, რომლებიც სიღრმესა და სიმაღლეში არათანაბარი ზომის კუთხეებს ქმნიან, როგორც ეს ფოტოს თანმხლებ ნახაზზეა მოცემული. ოთახის მარჯვენა კუთხეში მყოფი ნებისმიერი ადამიანის რეტინალური გამოსახულება უფრო დიდი იქნება, რადგან იგი ორჯერ უფრო ახლოს იქნება დამკვირვებელთან, ვიდრე ოთახის მარცხენა კუთხეში მყოფი ადამიანი (ილუზიის მისაღებად ეკრანს ერთი თვალით უნდა შეხედოთ საჭვრეტიდან. თუ ოთახის ყურებისას მის ირგვლივ იმოძრავებთ, ვიზუალური სისტემა ზუსტ ინფორმაციას მიიღებს ოთახის უჩვეულო სტრუქტურაზე).

კიდევ ერთი საშუალება, რომლითაც პერცეპტული სისტემა საგნის რეალურ სიდიდეზე გვაწვდის ინფორმაციას, მსგავსი ფორმის ობიექტების სიდიდის შესახებ წარსული ცოდნის გამოყენებაა. მაგალითად, სახლის, ხის, ან ძაღლის ფორმის აღქმისთანავე, წარმოდგენა გექმნებათ თითოეული მათგანის ზომაზე, თუმცა, შეიძლება არც კი იცოდეთ, რა მანძილი გაშორებთ მათთან. როდესაც წარსული გამოცდილება ძალზე დაშორებულ ნაცნობ ობიექტებზე ვერ გაწვდით ინფორმაციას, სიდიდის კონსტანტობა შეიძლება დაირღვეს. ამ პრობლემას წააწყდებით, როცა ადამიანებს ცათამბჯენის სახურავიდან გადახედავთ და ისინი ჭიანჭველებად მოგეჩვენებათ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: