სოციალური თანასწორობა/სოციალური უზრუნველყოფა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Equity/Social Security

ნორმატული სტანდარტი, რომლის თანახმად, საჯარო სექტორის მიერ შეთავაზებული პროგრამის ან პოლიტიკის არჩევის დროს სამართლიანობა და არა მისი ეფექტურობა განისაზღვრება შეფასების უმთავრეს კრიტერიუმად. სოციალური თანასწორობა საზოგადოებრივი მომსახურების კეთილსინდისიერი მიწოდებაა. იგი ქმედებაში მოყვანილ ეგალიტარისტულ პრინციპს წარმოადგენს, რომლის თანახმად, ნებისმიერ მოქალაქეს, მიუხედავად მისი პიროვნული მახასიათებლისა ან ეკონომიკური რესურსებისა, აქვს უფლება და იმსახურებს პოლიტიკური სისტემისგან თანაბარ მოპყრობას. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ იდეალს არ მისდევდა და თავისი ისტორიის განმავლობაში არ უზრუნველყოფდა ქალისა და კაცის თანასწორობას, ის მაინც მუდმივად მიიწევდა წინ ამ მიმართულებით. პოლიტიკის თეორეტიკოსი ჟან ჟაკ რუსო თავის „სოციალურ კონტრაქტში“ (1762)  გვაფრთხილებდა, რომ „უმეტეს შემთხვევაში სწორედ გარემო პირობები ანგრევენ თანასწორობის პრინციპს, ვიდრე კანონმდებლობა, რომელიც, ძირითადად, ამ პრინციპის შენარჩუნებას ემსახურება“.

შეერთებულ შტატებს „გარემო პირობების“ კანონმდებლობის შესამსუბუქებლად გამოყენების დიდი ტრადიცია აქვს. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, საჯარო სკოლები თანდათანობით ყველა კლასისასთვის უზრუნველყოფდნენ განათლების უფასო მიწოდებას. 1862 წლის საყოფაცხოვრებო აქტმა უზრუნველყო სახელმწიფო მიწის საკუთრების ნაწილი (160 აკრი), სანაცვლოდ კი ახალ მოსახლეს მიწაზე ხუთი წლის განმავლობაში უნდა ეცხოვრა.  ამერიკის სამოქალაქო ომი (1861-1865) შეიძლება, გაგებული იქნეს როგორც სამთავრობოთაშორისო ურთიერთობებისათვის ბრძოლა ან მორალური ჯვაროსნული ლაშქრობა მონობაში მყოფთათვის „სამართლიანობის“ (კანონის მხრიდან თანაბარი დაცვა) უზრუნველსაყოფად. მეოცე საუკუნეში მოწმენი გავხდით კანონმდებლობის აღმოცენებისა, რომელმაც თანაბარი უფლებები უზრუნველყო მუშების, ქალებისა და უმცირესობებისთვის. დღესდღეისობით კი, სოციალური თანასწორობა ისევე, როგორც ეფექტურობა საჯარო პოლიტიკის ან პროგრამის როგორც ყველაზე სასურველის შეფასებისა და შერჩევის მთავარი კრიტერიუმია. 1935 წელს სოციალური უზრუნველყოფის აქტით შეიქმნა დაზღვევის სპეციალური სისტემა სახელწოდებით OASDI (Old Age, Survivors, and Disability Insurance). თავდაპირველად, სოციალური უზრუნველყოფა მხოლოდ კერძო სექტორში დაქირავებული პირების უფლებებს ფარავდა. 1939 წელს კანონი შეიცვალა, რათა საწარმოო ტრავმის საფუძველზე გარდაცვლილი მომუშავის ან გათავისუფლებული თანამშრომლის ოჯახის წევრების უზრუნველყოფაც მოხერხებულიყო. 1950 წელს, დაზღვევა გაფართოვდა, რათა თვითდასაქმებული ადამიანები,  საჯარო და ადგილობრივი მოხელეების უმეტესობა, ფერმასა და შინა მეურნეობაში დასაქმებულები, შეიარაღებული ძალების წევრები და სამღვდელოება მოეცვა. დღეს, სოციალური უზრუნველყოფის პროგრამები შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა მოქალაქეს ფარავს. 1954 წელს პროგრამას შრომის უუნარობის დაზღვევა დაემატა, რათა სრული ინვალიდობის შემთხვევაში მომუშავე შემოსავლის დაკარგვისგან დაეცვა.

სოციალური უზრუნველყოფის პროგრამამ შემდეგი გაფართოება 1965 წელს განიცადა, მედიქეარის (Medicare) ამოქმედებსათან ერთად, რამაც 65 წლის და მის ზევით ხანდაზმულ  პირთათვის სამედიცინო დაზღვევა უზრუნველყო. 1973 წლიდან, მედიქეარი 65 წლამდე პირთათვის გახდა ხელმისაწვდომი, რომლებიც ორი ან მეტი წლის განმავლობაში იყვნენ შრომის უუნარო. ასევე, ეს პროგრამა შეეხო თირკმელების უკმარისობის მქონე პირებსაც, რომლებსაც დიალიზით მკურნალობა ან თირკლმის გადანერგვა ესაჭიროებოდათ. 1972 წელს მიღებული შესწორებები ადგენს, რომ სოციალური უზრუნველყოფის სარგებელი ავტომატურად საარსებო მინიმუმის ზრდასთან ერთად იზრდება. სოციალური უზრუნველყოფის უდიდესი პრობლემა დემოგრაფიაა. 1950 წელს, გადასახადის გადამხდელ მომუშავე პირთა თანაფარდობა პენსიონრებთან მიმართებაში 120/1-ზე იყო. წინასწარი გაანგარიშენით კი, ეს თანაფარდობა 2030 წელს 2/1-ზე იქნება. სწორედ აქედან გამომდინარე, ხელფასიდან დაკავებული სოციალური უსაფრთხოების გადასახადები 1940 წელს მოქმედი ერთპროცენტიანი განაკვეთიდან 2002 წელს 7.65 პროცენტამდე გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ აქედან 6,2% ტრადიციული სოციალური უზრუნველყოფის საპენსიო განაკვეთია. ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოცემული პროცენტები დაქირავებულებებისა და დამქირავებლებისთვის ერთი და იგივეა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე თვითდასაქმებულია, ეს განაკვეთი ორმაგდება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: