სტიგმა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stigma

ნეგატიური ნიშანი, რომელიც პიროვნების ღრმა დისკრედიტაციას იწვევს, გამოარჩევს მას საზოგადოებისგან, პიროვნულ გაუფასურებას იწვევს და ისე ამცირებს მას სხვების თვალში, რომ სრულფასოვანი პიროვნების ნაცვლად, არასრულფასოვან, შელახულ და „ბინძურ“ ინდივიდად გამოიყურება. სტიგმა ადამიანს სხვა „ნორმალურ“ ადამიანზე ნაკლები ღირებულების მქონედ აქცევს. სტიგმატიზირებული პიროვნებები მთლიანობაშელახულ, კომპრომისულ და, ზოგ შემთხვევაში, სრულფასოვან პიროვნებაზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევიან. (Goffman, 1963, გვ. 3).

სტიგმა ძველ საბრძნეთში დაღს ან ნიშანს აღნიშნავდა. ამ ნიშნის მატარებელი ადამიანი მორალური დეფექტის მქონედ აღქმებოდა: მათ რიცხვში იყო დამნაშავე, მონა და მოღალატე.   თანამედროვე სოციალურ მეცნიერებებში სტიგმის შინაარსი უფრო ფართოა: სტიგმატიზირებული ადამიანი ნებისმიერი ნიშნით დისკრედიტირებულია, მისი სოციალური იდენტობა კი — საზოგადოების მიერ გაუფასურებული. სიმრავლის გამო, შეუძლებელია იმ ნიშნების განსაზღვრა, რომელთა მიხედვითაც შეიძლება ინდივიდი იყოს სტიგმატიზირებული. გენდერი, რასა, სექსუალური ორიენტაცია, სხეულის წონა, ფიზიკური ან ფსიქიკური დაავადებები ყველაზე გავრცელებულ სტიგმათა კატეგორიებია. 

გოფმანი სტიგმის სამ სახეობას აღწერს: (ა) თემში გავრცელებული სტიგმა, რომელიც ცნობილია ან თაობიდან თაობას გადაეცემა და გაუფასურებული რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური ჯგუფის წევრობას მოიაზრებს; (ბ) „სხეულის უმსგავსობა, ამაზრზენობა“. ეს არათანდაყოლილ ანუ შეძენილ ფიზიკურ მახასიათებელს გულისხმობს, რომელიც სოციალური იდენტობის გაუფასურების მატარებელია, როგორიცაა უნარების სხვადასხვაგვარი ფიზიკური შეზღუდვა; მდგომარეობები, რომლებიც სხეულს ფორმას უცვლის და სიმსუქნე; (3) ინდივიდუალური ხასიათის „შავი ლაქები“, რომლების ინდივიდის პიროვნებასთან ან ქცევასთან დაკავშირებულ სოციალური იდენტობების გაუფასურებას ემსახურება, როგორებიცაა ნარკომანობა, არასრულწლოვანი დამნაშავეობა ან ჰომოსექსუალობა.

მასტიგმატიზირებელი მდგომარეობები ექვსი ძირითადი განზომილებით განსხვავდებიან ერთმანეთსგან (Jones et al., 1984): (1) სიცხადე (აშკარა)— რამდენად ხილულია სტიგმა ან რამდენად შეიძლება მისი სხვებისგან დაფარვა; (2) მიმდინარეობა — იცვლება თუ არა მდგოამრეობა დროთა განამვლობაში და თუ იცვლება, როგორ. ასევე, აქ შედის მისი საბოლოო შედეგი; (3) დამაზიანებლობა — რამდენად არღვევს ეს მდგომარეობა სოციალურ ურთიერთობებს; (4) ესთეტიკური თვისებები — რამდენად განაპირობებს მოცემული თვისება, რომ ინდივიდი საზოგადოებამ აღიქვას, როგორც უშნო, მახინჯი ან მწყობრიდან გამომყვანი; (5) წარმოშობა — როგორ შეიქმნა მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა და ვინ იყო ამაზე პასუხისმგებელი; (6) საფრთხე — რამდენად საშიშია ან რა ტიპის საფრთხეს უქმნის მასტიგმატიზირებელი მდგომარეობა/სტიგმა სხვებს. თითოეული განზომილება თავისებურად ზემოქმედებს სოციალურ ურთერთქმედებებზე.

სოციუმი განსხვავებულად რეაგირებს აშკარა და დაფარულ სტიგმაზე. რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული სტიგმა, როგორც ვიზუალი ნიშნით, მით უფრო მყისიერად აღიქმება ინდივიდის მიერ და პირველადი შთაბეჭდილების ნაწილი ხდება. ეს პროცესი სტიგმის გაძლიერებას უწყობს ხელს. ფარული სტიგმა განსხვავებულად მოქმედებს: მისი გამოვლენა დროში მიმდინარე პროცესია და გარკვეულ პირობებს და გარემოს უკავშირდება. შესაბამისად საზოგადოების რეაქციაც ფარულ სტიგმაზე უფრო მეტად პირობითია, ვიდრე აშკარა სტიგმაზე.

სოციალური სტიგმის გოფმანისეული (1963) ანალიზი სტიგმატიზირებულთა ფსიქოლოგიურ გამოცდილებაზე ფოკუსირდება. იგი ამ გამოცდილების ოთხ ასპექტს გამოყოფს: (1) სტიგმატიზირებულ ინდივიდებს ნეგატიურ წინარწმენებთან და დისკრიმინაციასთან უწევთ გამკლავება. ნეგატიური წინარწმენებისა (prejudice) და დისკრიმინაციის მომცველი შემთხვევების დიაპაზონი დიდია: თითქმის შეუმჩნეველიდან და დახვეწილიდან, როგორიცაა ეპითეტები და მეტსახელები, ფიზიკურ თავდასხმებამდე და მაღაზიაში პერსონალის მიერ მომსახურებაზე უარის თქმამდე. (2) სტიგმატიზირებული ინდივიდები ხშირად აცნობიერებენ, რომ სხვების თვალში გაუფასურებულები არიან ან ნაკლოვანად აღიქმებიან. (3) სტიგმატიზირებულმა ადამიანებმა იციან იმ კონკრეტული სტერეოტიპების შესახებ, რომლებიც მათ სოციალურ ჯგუფებს აქვთ. მაგალითად, აფრიკელმა ამერიკელებმა ხშირად იციან, რომ სტერეოტიპის მიხედვით, ინტელექტუალურად უფრო დაბალ საფეხურზე დგანან და მეტად აგრესიულები არიან. ქალებმა იციან, რომ სტერეოტიპის მიხედვით, ემოციურები, მათემატიკაში სუსტები და ლიდერობის უნარებს მოკლებულნი არიან. (4) სტიგმატიზირებული ადამიანები, შესაძლოა, არ იწყვნენ დარწმუნებულნი ან გაურკვევლობაში იყვნენ მათ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების მიზეზებში. ისინი უარყოფით შედეგებს საკუთარ გაუფასურებულ სოციალურ იდენტობაზე დაფუძნებულ ნეგატიურ წინარწმენებსა და დისკრიმინაციას მიაწერენ; დადებით შედეგებს კი — სხვების მხრიდან სტიგმატიზირებული სტატუსისადმი სიმპათიას ან განსჯის თავიდან არიდების სურვილს.

კლასიკური მოსაზრებების მიხედვით, სტიგმატიზირების გამოცდილება მასტიგმატიზირებელი ხატებისა და ინდივიდის ჯგუფის სტერეოტიპების ინტერნალიზაციას მოიცავს. ამიტომ ხშირად უშვებენ, რომ სტიგმა სტიგმატიზირებულთა შორის დაბალ თვითშეფასებას იწვევს. თუმცა, ემპირიული კვლევა ეწინააღმდეგება ამ მოსაზრება. ამასთან, სტიგმის სფეროში მომუშავე მკვლევრები მიუთითებენ, რომ სტიგმატიზირებულიინდივიდები, ფლობენ რა გაუფასურებულ იდენტობას, მუდმივად განიცდიან დისკრიმინაციას, ნეგატიური წინარწმენების გავლენას და  ნაკლებად ღებულობენ დახმარებას საზოგადოებისმხრიდან.  სტიგმა გავლენას ახდენს ინდივიდის იდენტურობის განცდაზეც.

სტიგმის უახლესითეორიების თანახმად, სტიგმატიზირებული ჯგუფის წევრობას ინდივიდი ავტომატურად მიჰყავს თვითსტიგმატიზაციამდე, რისი შედეგიცდაბალი თვითშეფასება და დაბალი თვითეფექტურობაა. თუმცა, ემპირიულ კვლევათა მეტანალიზი აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სტიგმატიზირებული ინდივიდი მოწყვლადია დაბალი თვითშეფასების, ცხოვრებით ნაკლები კმაყოფილებისა და განსაკუთრებით დეპრესიის მიმართ, ინდივიდთა უმრავლესობას, მძიმედ სტიგმატიზირებულებსაც კი, შეუძლიათ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე, საკუთარ ჯგუფზე დადებითი წარმოდგენის შენარჩუნება. აქვე უნდა ითქვას, რომ ცხადია, ზოგი ინდივიდი სხვებზე უკეთ უმკლავდება სტიგმიდან მომდინარე საფრთხეებს.

სოციალური სტიგმის გაცილებით არათვალშისაცემიშედეგი კოგნიტურ და ინტელექტუალურ რეალიზაციაზე გავლენაა. ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ უარყოფითი სტერეოტიპების გაცნობიერებამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სტიგმატიზირებული ჯგუფის აკადემიურ მიღწევებზე. ასეთი სტერეოტიპული მუქარა განსაკუთრებით მოსალოდნელია ისეთ სიტუაციებში, რომლებშიც ინდივიდის მიერ თავის წარმოჩენა ამ სტერეოტიპების ჭრილშია შესაძლებელია.

სტიგმატიზირება, უპირატესად, სიტუაციური საფრთხეა; ეს არის ისეთ სიტუაციაში ყოფნა, რომელშიც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ინდივიდის სტიგმა იმოქმედებს მისდამი დამოკიდებულებასა და შეფასებაზე. პიროვნების გამოცდილებაზე ზემოქმედების ასეთი წინაპირობისთვის საერთოდ არ არის საჭირო გაუფასურების ინტერნალიზაცია ან მასტიგმატიზირებელი სტერეოტიპი. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.

მესტვირიშვილი, მ. (2015). სტიგმა და ცხოვრების ისტორია: რას ნიშნავს იყო უმცირესობაში. კვლევი ანგარიში. http://www.feminizmi.org/project/stigmacxovrebisistoria/ (14.08.2015)

კატეგორია: 
ავტორები: