ბატონობა და მორჩილება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Supremacy and Obedience

ძალაუფლების განხორციელება ინსიტუციონალური ფორმებით, რაც გულისხმობს სპეციალური მართვის აპარატის არსებობას და, შესაბამისად, საზოგადოების დანაწილებას გაბატონებულ და დაქვემდებარებულ ჯგუფებად. ბ-ის სოციოლოგიური თეორია მაქს ვებერს ეკუთვნის. ის განასხვევებდა ერთმანეთისაგან ძალაუფლებასა და ბ-ს. მისი აზრით, პირველი წინ უსწრებს მეორეს, მაგრამ ყოველთვის არ იძენს ბ-ის ნიშნებს. თუ ძალაუფლების განსაზღვრებისას ვებერი ხაზს უსვამს იძულების მომენტს, ბ-ის განსაზღვრებისას აქცენტს აკეთებს ნებაყოფლობით მ-ზე. ბ-ს ვებერი განმარტავს როგორც შანსს, შეხვდე მორჩილებას კონკრეტული ბრძანების პასუხად. ვებერის აზრით, ბ. არ შეიძლება შემოიფარგლოს მხოლოდ ძალაუფლების რეალიზაციის ფაქტით, ის საჭიროებს ლეგიტიმურობას ანუ მისი კანონიერების აღიარებას დაქვემდებარებულის მხრიდან. დაქვემდებარების მოტივის მიხედვით ვებერი განასხვავებს ლეგიტიმური ბ-ის სამ ტიპს: 1. რაციონალურ ბ-ს, რომელიც ეფუძნება დაქვემდებარებულთა მხრიდან გაცნობიერებულ რწმენას იმისას, რომ საზოგადოებაში არსებული წესები და მათი განმახორციელებელი ინსტიტუტები გამოხატავს მათ ინტერესებს. ესაა მიზანრაციონალური მოქმედება. ასეთი ტიპის ბ., ვებერის თვალსაზრისით, გვხვდება დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ექვემდებარებიან არა პიროვნებას, არამედ საყოველთაოდ მოქმედ კანონებს. მართვის შტაბი ამ შემთხვევაში შედგება სპეციალური განათლების მქონე მოხელეებისაგან. 2. ტრადიციული ბ. ეფუძნება ადათ წესებით განპირობებულ ჩვეულებას განსაზღვრული ქცევისადმი. ბ-ის ეს ტიპი ეფუძნება რწმენას, რომ ოდითგანვე არსებული წესები და ხელისუფლება უსიტყვო, უკრიტიკო ავტორიტეტის მქონეა. ესაა ტრადიციული ქცევა. ვებერის აზრით, გერონტოკრატია (უხუცესთა ბ.), პატრიარქატი (ტომის ბელადის ბ.), პატრიმონიალიზმი და სულთანიზმი (მონარქის, სულთანის ბ.) ამ ტიპის ბ-ის გამოხატულებებია. მართვის შტაბი აქ შედგება ბატონზე პირადად დამოკიდებული და პირადად მისი ერთგული მოხელეებისაგან. სწორედ პირადი ერთგულებაა საფუძველი თანამდებობებზე დანიშვნისა და იერარქიულ კიბეზე წინსვლისა. აქ არ მოქმედებს ფორმალური სამართალი, ურთიერთობათა ხასიათი ნებისმიერ სფეროში პირადულია. ამ ასპექტებში ბ-ის ეს ტიპი ქარიზმატული ბ-ის ანალოგიურია. 3. თავის მხრივ, ქარიზმატული ბ. ეფუძნება დაქვემდებარებულთა რწმენას ბელადის ღვთაებრივი ნიჭის, უნარისა და მის მიერ დადგენილი წესრიგის ღვთაებრიობის შესახებ, რაც განაპირობებს დაქვემდებარებულთა პირად ერთგულბას მათდამი. ესაა აფექტური ქცევა.

კატეგორია: 
ავტორები: