Two–tailed Rejection Region
კრიტიკული არე, რომელიც განლაგებულია კრიტერიუმის სტატისტიკის განაწილების ორივე კუდში.
ამგვარად, გვაქვს ორი კრიტიკული არე, განაწილების მარცხენა და მარჯვენა ბოლოებში. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვნობის დონე α შუაზე იყოფა და კრიტერიუმის სტატისტიკის მარცხენა და მარჯვენა ბოლოებში მოხვედრის ალბათობები α/2-ის ტოლია. ასეთი სახის კრიტიკული არე გვექნება პოპულაციის საშუალოს (μ) შესახებ შემდეგი სახის ჰიპოთეზის შემოწმებისას: H0:μ=μ0;
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.
კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა
კატეგორია: