ცვლადი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Variable

თითოეულ მახასიათებელს, რომელიც იცვლება შერჩევაში ან პოპულაციაში ცვლადი ეწოდება. ცვლადების მაგალითებია სქესი, ასაკი, ოჯახში ბავშვების რაოდენობა, აგრესიულობა, ტემპერატურა და ა.შ

თითოეულ ცდის პირს (საგანს) აქვს თავისი ცალკეული მნიშვნელობა ცვლადისთვის. ცვლადის შესაძლო მნიშვნელობა იზომება სათანადო სკალაზე. მაგალითად, სქესი იზომება სკალაზე, რომელსაც ორი დონე აქვს მდედრობითი და მამრობითი. ოჯახში ბავშვების რაოდენობა, სკალაზე რომლის შესაძლო სიდიდებია - 0,1,2,3...

სტატისტიკური მეთოდების გამოყენება ცვლადების ანალიზისთვის დამოკიდებულია გაზომვის სკალაზე.  განასხვავებენ  რაოდენობრივი მნიშვნელობის მქონე ცვლადებს (ყოველთვიური შემოსავალი ლარში, ასაკი, დრო) და თვისებრივ ცვლადებს. ცვლადს  ეწოდება თვისებრივი, როცა საზომი სკალა მოიცავს არაშედარებად, არათანმიმდევრულ კატეგორიებს. ასეთებია: ოჯახური მდგამარეობა  (მარტოხელა, დაქორწინებული, დაშორებული, ქვრივი), სქესი, ფერი, საცხოვრებელი ადგილი, პოლიტიკურ პარტიაზე კუთვნილება. თითოეული ცვლადისთვის კატეგორიები არათანმიმდევრულია და სკალას არა აქვს „მაღალი“ და „დაბალი“ ბოლო. თვისებრივი ცვლადებისთვის კატეგორიები თვისებრივადაა განსხვავებული და არა რაოდენობრივად ანუ სიდიდით. ამასთან, სხვადასხვა კატეგორიას  სკალის დონე ეწოდება და არც ერთი დონე არ არის უფრო მაღალი ან დაბალი  სხვა დონეებთან მიმართებაში. ამ დონეებს განასხვავებს მხოლოდ სახელები.

დამოუკიდებელი ცვლადი, ფაქტორი (Independent variable) - ცვლადი, რომლითაც მანიპულირებენ ექპერიმენტში დამოკიდებულ ცვლადზე მისი გავლენის განსაზღვრის მიზნით.

დამოკიდებული ცვლადი (Dependent variable) - ცვლადი ექსპერიმენტში, რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელ ცვლადზე. ფსიქოლოგიურ კვლევებში შემთხვევათა უმრავლესობაში დამოკიდებული ცვლადი ქცევის გარკვეული საზომია.

მაგალითად, შეიძლება გვაინტერესებდეს აქვს თუ არა გავლენა ალკოჰოლის მოხმარებას, პიროვნების ტოლერანტურობაზე ძალადობის მიმართ. ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ცვლადია ალკოჰოლის მიღების პირობა, ხოლო დამოკიდებული ცვლადი ძალადობისადმი ტოლერანტულობა.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

კატეგორია: 
ავტორები: