სოფელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Village

შედარებით მცირერიცხოვანი და მეტ–ნაკლებად ჩაკეტილი დასახლება. ს–ის სოციალური სტრუქტურა განისაზღვრება მასში მცხოვრები ოჯახების რაოდენობით, სადაც ძირითადად სოფლის მეორნეობასა და ხელოსნობას მისდევენ. სოციალური ურთიერთობა, ისევე როგორც სოციალიზაცია ს–ის საზოგადოებაში კონსერვატიული, ყველასთვის სავალდებულო (ხშირად რელიგიური ხასიათის) ნორმებითაა განპირობებული. ს–ის სტრუქტურის ადვილი თვალსაჩინოება–ხილვადობა, ისევე როგორც ის, რომ „ყველა ყველას იცნობს“, ერთი მხრივ, იწვევს ძლიერ შიდა კონტროლს, ხოლო, მეორე მხრივ, გაუცხოებას გარე სამყაროსა და სოციალურ–კულტურული განვითარებისადმი. ს–ად ცხოვრების წესი (მემკვიდრეობით მიღებული ტრადიციების შენარჩუნება, მეტ–ნაკლები გამიჯნულობა გარე სამყაროსაგან, პროფესიის არჩევისა და განათლების შეძენის შანსების ნაკლებობა) იწვევს კონფლიქტებს, მოსახლეობის დენადობასა და ს–ის მცხოვრებლებს ახლომდებარე ქალაქზე დამოკიდებულებს ხდის. ს–ის თავდაპირველი, ტიპირი სტრუქტურა და ცხოვრების ფორმა იშლება, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდა თაობის გადინებით, ინდუსტრიული რაიონებიდან და ქალაქიდან მოსახლეობის პერიოდულად ორმხრივი („ქანქარისებური“) მიგრაციით, ქალაქში მეტი განათლების მიღების შესაძლებლობისა და ქალქურ ცხოვრებაზე ორიენტაციის აღების ზეგავლენით. ს–ს გარკვეული წვლილი შეაქვს ქალაქების მოსახლეობის ზრდაში.

კატეგორია: 
ავტორები: