ომში გაუპატიურება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
War Rape

შეიარაღებული კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობა ომის ერთ-ერთ იარაღად აღიქმება და მისი მსხვერპლი, ძირითადად, ქალია. ამა თუ იმ კონფლიქტის შედეგად გაუპატიურებული ქალების ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია, რადგან მსხვერპლთა უმრავლესობა ასეთ ფაქტებს მალავს. ზოგიერთ შემთხვევაში დაფარვის მიზეზი სირცხვილის გრძნობაა, ზოგიერთს კი საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენა არ სურს.

იმ შემთხევაში, თუ ომში გაუპატიურების შედეგად ქალი დაორსულდა, ის ორმაგი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. გარდა იმისა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს, ხშირად ის ახლობლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლიც ხდება, რომლებიც აიძულებენ მას, ხელოვნურად მოიშოროს ნაყოფი, რათა არ გააჩინოს მტრის შვილი.

მკვლევართა აზრით, შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალებზე ფიზიკური ძალადობა არა მხოლოდ მტრის ჯარების მიერ ხდება, არამედ თანამემამულეთა და ოჯახის წევრების მხრიდანაც. ამას თორეტიკოსები ორი ფაქტორით ხსნიან: 1) ომის დროს იარაღი ადვილად მოიპოვება და როდესაც ინდივიდი მას ფლობს, მას ყველა სახის მოწყვლადი ჯგუფის წინააღმდეგ მიმართავს; 2) იმ შემთხვევაში, თუ მამაკაცები ომის შედეგად ძალაუფლებას კარგავენ, მის კომპენსაციას ქალებზე ძალის დემონსტრირებით ცდილობენ.

მკვლევრები საუბრობენ იმის შესახებაც, თუ რამდენად რთულია ომში გაუპატიურების მსხვერპლთათვის კონფლიქტის დასრულების შემდეგ სტრესთან გამკლავება, რის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც იმის გააზრებაა, რომ მოძალადეები მათ წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო, არასდროს დაისჯებიან. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Askin, K.(1997) War Crimes Against Women: Prosecution in International War Crimes Tribunals,MartinusNijhoff Publishers. pp. 12-13.

Thomas, D.,Reagan, R. (1994) Rape in War: Challenging the Tradition of Impunity, SAIS Review, Johns Hopkins University Press

Ward, J., Marsh, M. (2006) Sexual Violence Against Women and Girls in War and Its Aftermath: Realities, Responses, and Required Resources, paper prepared for the Symposium on Sexual Violence in Conflict and Beyond

Clifford C. (2008) Rape as a Weapon of War and it's Long-term Effects on Victims and Society, paper presented at the 7th Global Conference on Violence and the Contexts of Hostility

კატეგორია: 
ავტორები: