სოციალური აღქმა/პერცეპცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Self-perception

სოციალური აღქმა/პერცეპცია ეწოდება პროცესების ერთობლიობას, რომელთა საფუძველზეც ინდივიდები საკუთარ და სხვების პიროვნულ ატრიბუტებს იგებენ და აღიქვამენ.

1970-იან წლებში, მას შემდეგ რაც სოციალური ფსიქოლოგიის დარგში გარდამტეხმა ცვლილებებმა იჩინა თავი, მკვლევართა მცირე ჯგუფმა დამოუკიდებლად დაიწყო კოგნიტურ ფსიქოლოგიაში არსებული ცნებებისა და მეთოდების მორგება პიროვნების აღქმაზე. მათ სურდათ ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგში პიროვნების აღქმის შესახებ გაბნეული ცოდნა ერთ თეორიულ ჩარჩოში გააერთიანებინათ. სწორედ ეს მცდელობა დაედო საფუძვლად სოციალური აღქმის ჩამოყალიბებას.

სოციალური აღქმა კოგნიტური ფსიქოლოგიისა და სოციალური ფსიქოლოგიის ნაზავია და სწავლობს, როგორ ხდება ინდივიდების მხრიდან საკუთარი და სხვების ქცევების შესახებ ინფორმაციის აღქმა, აღდგენა, ფიქრი და ინტერპრეტირება.

სოციალური აღქმა მჭიდრო კავშირშია სოციალურ კოგნიციასთან. სოციალური კოგნიცია მოიცავს ცნებებს საკუთარი თავის და სხვების, სოციალური როლების, სოციალური ინტერაქციების, სოციალური ჯგუფებისა და ადამიანების ქცევების შესახებ. განსხვავება ამ ორ ცნებას შორის იმაში გამოიხატება, რომ სოციალური კოგნიცია მენტალური აქტივობაა, რომელიც სოციალურ ბუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებასა და გადამუშავებაშია ჩართული, ხოლო სოციალური აღქმა პიროვნების მიერ სავარაუდო გარემო სტიმულების, ობეიქტებისა და მოვლენების  სენსორული გამოცდილებების ინტერპრეტირებაზეა დაფუძნებული. სოციალური აღქმა მოიცავს პიროვნების ცნობიერებას სხვათა ისეთი ქცევების შესახებ, რომლებიც მათი ქცევის მოტივებსა და დამოკიდებულებებს ამჟღავნებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

Zebrowski, J. (2007) New Research on Social Perception. Nova Science Publishers Inc. NY

Stroessner, S.J.; Scherman, J.W. (2015) Social Perception from Individuals to Groups. Psychology press, Ny 

კატეგორია: 
ავტორები: