ექსპლუატაცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Exploitation

ექსპლუატაცია გულისხმობს ასიმეტრიულ ძალაუფლებრივ ურთიერთობებს, როცა ერთი სოციალური ჯგუფი თავის სასარგებლოდ იყენებს მეორე დაქვემდებარებული ჯგუფის შრომას. გარდა შრომის ნაყოფის მითვისებისა, ექსპლუატაციის ცნების არსებითი ასპექტებია: 1) ამგვარი მითვისება შესაძლებელია ძალაუფლებრივი განსხვავებების (იერარქიის) წყალობით; 2) შრომის გადაცემის (ან გაცვლის) პროცესი ისეთია, რომ სისტემურად ზრდის იმ ძალაუფლებრივ განსხვავებებს (აძლიერებს იერარქიას), რომლებიც მას შესაძლებელს ხდის. ისტორიულად ექსპლუატაციის ცნება კლასობრივი ჩაგვრის დასახასიათებლად შეიმუშავეს; თუმცა ის არანაკლებ რელევანტურია რასისტული თუ პატრიარქალური ჩაგვრის ანალიზისთვის.

თუ ფეოდალურ საზოგადოებაში კლასობრივი პრივილეგია ნაწილობრივ დამოკიდებული იყო სტატუსზე (წოდებაზე), რომელიც განსაზღვრავდა, ვის ჰქონდა სხვისი შრომის პროდუქტის მითვისების უფლება, კაპიტალისტურ საზოგადოებაში კლასობრივ განსხვავებებს არა აქვს ასეთი ფორმალური საფუძველი. მუშებს თითქოს თავისუფლად შეუძლიათ, აირჩიონ დამსაქმებელი და სამუშაო პირობები, რაც კონტრაქტით ფიქსირდება. თუმცა, მიუხედავად ფორმალური თავისუფლებისა, წარმოების საშუალებების კონტროლის შესაძლებლობაში უთანასწორობის გამო, მაინც არსებობს კლასობრივი განსხვავებები და შესაძლებელია ექსპლუატაცია.

ზოგიერთი ფემინისტი ავტორი მიიჩნევს, რომ ექსპლუატაციის მარქსისეული, ვიწროდ კლასობრივი კონცეპტი არასრულია, რადგან მხოლოდ პროდუქციული (მწარმოებლური) შრომის შედეგებს მოიაზრებს, ხოლო შრომის არაპროდუქციულ ფორმებს (როგორებიცაა, მაგალითად, ზრუნვა, ემოციური შრომა, რეპროდუქციული შრომა და სხვა) და, უფრო ზოგადად, აუნაზღაურებელ შრომას (მაგალითად, ქალის შრომას ოჯახში) უგულებელყოფს. ზოგიერთი მარქსისტის აზრით, ქალების საოჯახო შრომა კლასობრივი ექსპლუატაციის ფორმაა, რადგან ამ შრომის ანაზღაურება ხდება იმ ხელფასით, რომელსაც ოჯახი იღებს. მაგრამ გენდერულ ექსპლუატაციას სხვა ასპექტებიც აქვს: პატრიარქატში მამაკაცები იღებენ არა მხოლოდ ქალების შრომის პროდუქტს, არამედ მათ მზრუნველობასა და სექსუალურ ენერგიასაც.

გენდერული ექსპლუატაციის ადგილი შეიძლება, იყოს პატრიარქალური ოჯახი, სამსახური. ის შეიძლება, ხორციელდებოდეს სახელმწიფოს მიერაც.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Young, I. (1990).  Justice and the Politics of Difference. Princeton: Princeton UniversityPress

ცხადაძე, თ (2012). „სქესი და სექსუალობა, როგორც მარკერები დომინაციისა და ჩაგვრის სისტემებში: პარალელები, ურთიერთკვეთები, ურთიერთკავშირი“.

კატეგორია: 
ავტორები: