ორი რიგის რეგულაციები, როდესაც ერთი ბუნებრივი წესრიგის (კანონზომიერების) წყაროა, ხოლო მეორე - საზოგადოებრივისა. ისინი ერთმანეთისგან არსებობის წესით განსხვავდება. ბ. ნ. (კანონები) აღწერს ფიზიკურ სამყაროში (ბუნებაში) არსებულ კანონზომიერებას, რომელიც ადამიანისგან (მისი ცნობიერებისგან) დამოუკიდებლად, ობიექტურად არსებობს. ამ კანონზომიერების შეცვლა ადამიანს არ შეუძლია, მას შეუძლია მხოლოდ მისი აღმოჩენა და გათვალისწინება პრაქტიკულ საქმიანობაში. ასე ყალიბდება საბუნებისმეტყველო კანონები (მაგ., ფიზიკაში ნიუტონის კანონები), რომლებიც სუბიექტური მნიშვნელობის (საზრისის) მიღმა დგას, ანუ გამოთქვამს იმას, რაც არის თავისთავად. რაც შეეხება ს. ნ-ს, ისინი კონსტრუირებულია ადამიანების მიერ, მათი ერთობლივი საქმიანობისა (ინტერაქციის) და მათ შორის შეთანხმების, ანუ კონვენციის შედეგად. თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ ს. ნ. მხოლოდ სუბიექტურია - ისინი გამოთქვამენ გარკვეულ ვალდებულებას, ამდენად, ყოველთვის ინარჩუნებენ გარკვეულ „დისტანციას“ სუბიექტის ნების მიმართ. უფრო ზუსტად, ს. ნ. უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, თუ რამდენად შეესაბამება მას ნებელობა. ვებერის თანახმად, ნორმები მკაფიოდ განსაზღვრული მაქსიმებია, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს ინდივიდებისათვის მაშინაც, როდესაც მათ შეგნებულად არღვევენ. თუმცა, ნებისაგან ამგვარი დისტანცირება არ უნდა გავიგოთ აბსოლუტური აზრით. შეთანხმების შედეგი შეიძლება შეიცვალოს კიდეც. ს. ნ-ის შეცვლის აუცილებლობა დგება მაშინ, როდესაც ისინი კარგავს მნიშვნელობას, ე. ი. როდესაც მათ მიერ უზრუნველყოფილი სოციალური წესრიგი სისტემატურად ირღვევა ან ვეღარ პასუხობს ახლებური გარემოს მოთხოვნებს. ამრიგად, ს. ნ. თავისი ბუნებით აბსოლუტის „სიმულაციაა“ - ისინი ინარჩუნებს ობიექტურობას ცვალებადობის პრინციპული შესაძლებლობის ფონზე.
ბუნებრივი და სოციალური ნორმები
Error message
- Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

- Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
- Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Natural and Social Norms
კატეგორია: