პოლიტიკა/პოლიტიკის კურსი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy

ვებსტერის ენციკლოპედიის მიხედვით, განმარტებულია, ერთი მხრივ, როგორც კეთილგონიერება ან სიბრძნე საჭირო  ამა თუ იმ საქმეთა სამართავად, მეორე მხრივ კი, პროცედურა, რომელიც უპირატესად მატერიალურ ინტერესებს ეფუძნება. ამავე დროს, პოლიტიკა განიმარტება როგორც განსაზღვრულ მოქმედებათა კურსი ან მეთოდი, შერჩეული მრავალ ალტერნატივათა შორის, რომელიც მოცემულ პირობებში ყველაზე საუკეთესოდ წარმართავს და განსაზღვრავს მიმდინარე და მომავლის გადაწყვეტილებებს. ვებსტერის ენციკლოპედიაშივე პოლიტიკა განმარტებულია როგორც ყოვლისმომცველი გეგმა, რომელიც მოიცავს ზოგად მიზნებსა და უპირატესად სახელმწიფო ორგანოთა და მათ წარმომადგენელთა მიერ მისაღებ პროცედურებს. აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სამეცნიერო თუ სხვა სახის ლიტერატურაში, მკვეთრი ზღვარი ივლება ისეთ ტერმინებს შორის როგორებიცაა გეგმა, პროგრამა და პოლიტიკა (პოლიტიკური კურსი).

განსხვავებულია თითოეული ამ ტერმინის ინტერპრეტაციაც: სხვადასხვა წყაროში განსხვავებული განმარტებები გვხვდება, თუმცა თითოეული მათგანის ზოგადი მახასიათებლების გამოყოფა სავსებით შესაძლებელია. გეგმა, როგორც ამას კარლ პეტონი და  დევიდ სავიცკი განმარტავენ, ხშირ შემთხვევაში, გაგებულია, როგორც სასურველ დასასრულამდე მისაღწევად გამოყენებულ მოქმედებათა ზოგადი სქემა ან პროცედურათა ერთობლიობა. მაშინ, როცა პოლიტიკა წარმოიდგინება როგორც უპირატესად სახელმწიფო ორგანოთა და ინსტიტუტთა მიერ გატარებულ მოქმედებათა დადგენილი კურსი.

რაც შეეხება პროგრამას, მასში იგულისხმება სპეციფიკურ, კონკრეტულ ნაბიჯთა ერთობლიობა, რომელიც  ამა თუ იმ პოლიტიკური კურსის რეალიზაციის მიზნითა და დასახულ მიზანთა მისაღწევად ხორცილდება. ამგვარად, გეგმა შედგება კურსებისა და პროგრამებისგან და ამ სამ ცნებას შორის ყველაზე ფართო ხასიათს ატარებს. სწორედ ამიტომაა, რომ, ხშირ შემთხვევაში, სახელმწიფოს გრძელვადიანი სტრატეგიული კურსების გამოსახვა ხდება გეგმების სახით (იქნება ეს ხუთწლიანი, თუ რვაწილიანი). აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში გეგმას, პოლიტიკურ კურსსა და პროგრამებს შორის არსებულ ამ განსხვავებას ზოგიერთი ავტორი ნაკლებ ყურადღებას აქცევს და მათ სინონიმებად იყენებს.    

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: