პოლიტიკაზე ორიენტირებული სწავლება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Policy-Oriented Learning

გამოიყოფა პოლიტიკაზე ორიენტირებული სწავლების სამი ტიპი: ინსტრუმენტული, სოციალური და პოლიტიკური. თითოეული მათგანი წარმოადგენს პოლიტიკაზე ორიენტირებული ცოდნის ტიპს, რომლის დაგროვებაც ხორციელდება პოლიტიკის წარსული გამოცდილებების საფუძველზე და უზრუნველყოფს სტიმულს შემდგომი სწავლებისა და უკეთესი პოლიტიკის შესაქმნელად. პოლიტიკის ჩავარდნები უზრუნველყოფს ცვლილებების საჭიროებასა და მანამდე აპრობირებული სისტემების ნაცვლად, ახალი, ინოვაციური მიდგომების დასანერგად.

ინსტრუმენტული სწავლების ტიპი (Instrumental Learning) უმეტესწილად ეხება პოლიტიკის განხორციელების პროცესში გამოყენებულ საშუალებებსა და ტექნიკებს. იმ შემთხვევაში, თუკი ამა თუ იმ პოლიტიკური კურსის განხორციელების შედეგები დამაკმაყოფილებელი არაა და პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიღებული უარყოფითი უკუკავშირის საფუძველზე პოლიტიკის ცვლილებების საჭიროება ჩნდება, მიიჩნევა, რომ ინსტრუმენტულმა სწავლებამ გაამართლა და პოზიტიური შედეგები მოიტანა, ცვლილებების თვალსაზრისით. პრაქტიკაში, მსგავსი სწავლების შედეგად განხორციელებული ინოვაციური ცვლილებების საფუძვლად აქცენტირება ხორციელდება ექსონ ვალდესის ნავთობის წყნარ ოკეანეში მასიური ჩაღვრის შემთხვევაზე და მის შედეგად მიყენებულ ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რომელის საფუძველზეც გარემოს დამცველ ორგანიზაციებს მიეცათ საშუალება აქტიურად გაეკრიტიკებინათ მანამდე არსებული თავდაცვითი სისტემები და მოეთხოვათ ახალი გაცილებით ნაკლები საფრთხის შემცველი სისტემების დანერგვა, რომლითაც თითოეული კომპანია ვალდებული იქნებოდა გამოეყენებინა ნაკლები რისკის მატარებელი ტექნოლოგიური საშუალებები ანალოგიური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად.  ინსტრუმენტული სწავლების შედეგად 1990 წელს მიღებულმა ნავთობით დაბინძურების აქტმა მსგავსი ახალი პრაქტიკების დანერგვის საშუალებები შექმნა.    

სოციალური სწავლების ტიპი (Social Learning) მოიცავს პოლიტიკისა და არსებული პროგრამების მიმართ ახლებური გააზრებისა და კონსტრუირების საშუალებებს, რომელიც ძველი სოციალური კონსტრუქციისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ შემთხვევაში აქცენტირება ხდება საჯარო სფეროში არსებული პრობლემების ახლებურ გაანალიზებასა და ამის შედეგად გატარებული სამთავრობო რეაგირების სქემების ცვლილებაზე. ისევე როგორც ინსტრუმენტული სწავლების შემთხვევაში, სოციალური სწავლების საფუძველზე მიღებული ცოდნაც უზრუნველყოფს საჯარო პრობლემების მიზეზების გადაფასებას, მათი გადაწყვეტის ახლებური ხედვის დანერგვასა და გატარებას და, შესაბამისად, უკეთესი პოლიტიკის პრაქტიკების დანერგვას. თუმცა მსგავსი სოციალური ცოდნის შექმნის საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, თავად პრობლემის ახალი სოციალური ინტერპრეტაციაა, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს, ერთი მხრივ, თავად პრობლემის გადაფასებით, მეორე მხრივ კი, პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების, პოლიტიკის მიმართულების ან სამიზნე ჯგუფის ხელახალი იდენტიფიცირებით. სოციალური სწავლების შედეგად პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის მიდგომების ცვლილების არაერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შესაძლებელია დასახელდეს პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ტრადიციულად პოლიცია პროსტიტუციის გაკონტროლებას პროსტიტუციის მუშაკების დაპატიმრებებით ცდილობდა, რათა დაეთანხმებინა ისინი აღარ ემუშავათ კონკრეტულ საზოგადოებაში ან უბანში. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მეთოდებით პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლას არ აღმოჩნდა ეფექტური და არც სამართლიანობის თვალსაზრისით იყო გამართლებული თავად პროსტიტუციის მუშაკებთან მიმართებაში, თავად საზოგადოებაში დაიწყო პრობლემის მოგვარების ახალ მიდგომებზე საუბარი, კერძოდ კი, პოლიციის სამიზნე ჯგუფი პროსტიტუციის მუშაკების ნაცვლად პროსტიტუციის მომხმარებლები გახდნენ. შესაბამისად, ამიერიდან დასჯის ობიექტი თავად ამ სერვისის მომხმარებლები გახდნენ. ანალოგიური ლოგიკა ხშირად გამოიყენება ისეთის პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა არალეგალური ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ნარკოტიკების მომხმარებლების დაპატიმრებების არაეფექტური მეთოდიკა შეცვლილია ნარკოტიკების მიმწოდებლებისა და დისტრიბუტორების მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკით.      

პოლიტიკური სწავლება (Politial Learning) მნიშვნელოვნად განსხვავდება ინსტრუმენტული და სოციალური სწავლებისგან იმით, რომ საჯარო პრობლემების მოგვარების ინოვაციური მიდგომები, უმეტესწილად, მიწოდებულია პოლიტიკური ზეწოლის პირობებში ამა თუ იმ პოლიტიკის აქტორის ან აქტორთა გაერთიანებების მიერ, რომლებიც აქტიურად აპროტესტებენ არსებულ სისტემებს და ცდილობენ საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას საკუთარი ხედვების პრაქტიკაში რეალიზაციის მიზნით. მსგავსი პოლიტიკური სწავლების მაგალითად გამოდგება შეერთებულ შტატებში ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით გარემოს დამცველი ორგანიზაციების აქტივობები, რომლებმაც საუკეთესოდ გამოიყენეს 1979 წლის 28 მარტს პენსილვანიის შტატში მდებარე სამი მილის კუნძულის სახელით ცნობილ ატომური ელექტროსადგურზე მომხდარი მცირე რაოდენობით რადიოაქტიური აირისა და იოდის გაჟონვა ბირთვული ენერგიის საწინააღმდეგო კამპანიის გასაშლელად და საზოგადოებრივი ცნობიერების შესაცვლელად. გასათვალისწინებელია, რომ გარემოსდამცველების მიერ წამოწყებულ კამანიასა და ატომური ენერგიის მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების შეცვლას შედეგად მოჰყვა  ატომური ენერგიის წარმოებაში ახალი რეგულაციების დანერგვა და ასევე ახალი ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესის შეჩერება.  მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიური ცხოვრება გადატვირთულია საჯარო პოლიტიკური პრობლემების მოგვარების ერთმანეთთან კონკურენციაში მყოფი ალტერნატივების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მსჯელობით და პოლიტიკის ჩავარდნები და ჩავარდნების საფუძველზე მიღებული ცოდნა, ხშირ შემთხვევაში, ეხმარება პოლიტიკის აქტორებს, რათა დაარწმუნონ საკუთარი ინოვაციური ხედვის უპირატესობაში.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

 
ავტორები: