პროტექციონიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Protectionism

სამთავრობო პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს ადგილობრივ ბაზარზე იმპორტირებული საქონლის ფასს, ასევე აწესებს მაღალ საგადასახადო ტარიფს  ან კვოტებს იმპორტირებულ საქონელზე ადგილობრივი პროდუქციისა და წარმოების დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით. პროტექციონიზმი თავისუფალი სავაჭრო პოლიტიკის საწინააღმდეგო ცნებაა. 

მაგალითები:

შეერთებულ შტატებში პროტექციონისტული პოლიტიკის კურსების გატარებაზე მოთხოვნა უცვლელი რჩება იმ კონგრესმენების მხრიდან, რომლებიც წარმოადგენენ იმპორტირებულ საქონელზე დამოკიდებული მრეწველობის მქონე შტატებს. სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე მყოფი ქარხნების მუშებში თავისუფალი ვაჭრობის თუნდაც თეორიულ სარგებელზე საუბარიც კი ნეგატიურ რეაქციას იწვევს. ისინი აქტიურად უჭერენ მხარს პროტექციონისტულ კანონმდებლობას, რომელიც აწესებს ბაჟს საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელზე და ამ გზით, მათთვის სამსახურის შენარჩუნების გარანტიებს ქმნის, რადგან ადგილობრივი მრეწველობა პროტექციონისტული რეგულაციების პირობებში გაცილებით იაფი ჯდება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

 

ავტორები: