საჯარო პოლიტიკის მეწარმე

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Public Policy Entrepreneur

პოლიტიკური აქტორი, რომელიც საკუთარ თავზე იღებს ამა თუ იმ პოლიტიკური პრობლემის გადაწყვეტაზე ზრუნვას და დაკავებულია ამ საქმიანობით. იდეალურ, კაპიტალისტურ სისტემაში, სადაც თავისუფალი მეწარმოებაა, მეწარმე არის პირი, რომელიც პირადი სარგებლის მიღების მიზნით აწარმოებს საქონელსა და სერვისს და ამ მიზნით ორგანიზებას უწევს პროდუქციის წარმოების ტრადიციულ მეთოდებს (მიწა, მუშა-ხელი და კაპიტალი). მეწარმის მიზანია საკუთარი ორგანიზაციული და მენეჯერული უნარების გამოყენების საფუძველზე მიაღწიოს მეტი სარგებლისა და სიმდიდრის მიღებას. ანალოგიურად, საჯარო პოლიტიკის მეწარმე ორიენტირებულია საკუთარი ორგანიზაციული, მენეჯერული და პოლიტიკური უნარების საფუძველზე მიაღწიოს საზოგადოებრივი საგებლისა და სიმდიდრის უზრუნველყოფას. ამ მიზნით, საჯარო პოლიტიკის აქტორი ორიენტირებულია შეცვალოს არსებული საჯარო პოლიტიკა. გასათვალისწინებელია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ის ცვლილებები, რომლებიც საჯარო პოლიტიკის მეწარმეების ზემოქმედების საფუძველზე მიიღწევა, მთელი საზოგადოებისთვისაა სიკეთისა და ახალი სარგებლის მიღების საშუალება. თუმცა, საჯარო პოლიტიკის მეწარმის მცდელობები შესაძლებელია, საზოგადოების მხოლოდ გარკვეული ნაწილისთვის ან კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფისთვის ქმნიდეს მსგავს შესაძლებლობას. საჯარო პოლიტიკის აქტორად შესაძლებელია, მოიზარებოდეს ნებისმიერი აქტორი ან აქტორთა ჯგუფი, რომლის ექსპერტიზა და აქტივობები ზეგავლენას ახდენენ ან ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ საჯარო პოლიტიკის ცვლილებებზე. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.

ავტორები: