შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Result Oriented Management System

შედეგზე ორიენტირებული მართვის სისტემა მოიცავს ქმედითობის გაზომვას და ქმედითობის მენეჯმენტს. ქმედითობის გაზომვა არის სისტემური პროცესი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მოძიებას გამოყენებული რესურსების და მიღებული პროდუქტის შესახებ. ქმედითობის გაზომვა უნდა ეხებოდეს ორგანიზაციის მიზნებს. შეიძლება ითქვას, რომ ის არის ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია იმის განსაზღვრა, როგორ ხდება დასახული მიზნების განხორციელება, რამდენად ეფექტურია კონკრეტული ქმედება (Ginsburg, Rhett, 1997). უნდა აღინიშნოს, რომ ქმედითობის გაზომვა გამოიყენება როგორც მთელი ორგანიზაციის, ისე კონკრეტული დეპარტამენტის, თუ ფუნქციონალური ერთეულის დონეზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ქმედითობის გაზომვა არის ეფექტურობის გაზომვის მექანიზმი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია ყველგან, სადაც ხდება მიზნების დასახვა და აქტივობების განხორციელება, ამიტომ ქმედითობის გაზომვამ უნდა წარმოქმნას ის პროდუქტი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება პროგრამის მიზნებს და წარმოდგენას გვიქმნის,  რა დონეზე ხდება მიზნების მიღწევა (Bovaird, Loffler, 2003). 

ისტორია

ქმედითობის გაზომვით და ქმედთობის მენეჯმენტით ავტორები  დაინტერესდნენ მას შემდეგ, რაც გააანალიზეს, რომ მხოლოდ ფინანსური ქმედითობა არ იყო საკმარისი ეფექტურობის მისაღწევად. ამ პერიოდიდან ჩნდება ქმედითობის გაზომვისა და ქმედითობის მენეჯმენტის სხვადასხვა მოდელი: სტრატეგიული გაზომვა და ანგარიშის ტექნიკა (Cross, Lynch, 1988-1989), ასევე ქმედითობის გაზომვის მატრიცა (Keegan, 1989), შედეგებისა და დეტერმინანტების ჩარჩო (Fitzgerald, 1991), კაპლანისა და ნორტონის შედეგების ცხრილი (Kaplan, Norton, 1992,1996). გარდა ამისა, არიან ავტორები, რომლებიც სწავლობდნენ როგორ უნდა მოხდეს ქმედითობის გაზომვა და ქმედითობის მენეჯმენტი, რა განაპირობებს ამ ტექნიკების წარმატებით განხორციელებას (Doumeingts 1995, Krause 1999). ნუდურუფატი (Nudurupati, 2003) სწავლობდა, რა გავლენას ახდენს ორგანიზაციული კულტურა და მენეჯმენტის სტილი ორგანიზაციის წარმატებასა და მარცხზე. ბოურნის ემპირიულმა სწავლებამ (Bourne, 2002) აჩვენა, რომ „პატერნალისტური“ ორგანიზაციული კულტურა ხელს უწყობს ქმედითობის გაზომვის წარმატებით განხორციელებას.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). Dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.
ავტორები: