სექსთან დაკავშირებული ომები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sex Wars

„სექსთან დაკავშირებულ ომებს“ უწოდებენ ფემინისტებს შორის დაპირისპირებას და დებატებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ფემინიზმს ქალის სექსუალობასთან, განსაკუთრებით კი, ჰეტეროსექსუალურ კავშირებთან. ეს დებატები დასაბამს იღებს 1982 წელს, როდესაც ნიუ-იორკში კონფერენციაზე სახელწოდებით „ფემინისტი და მკვლევარი: სექსუალობის პოლიტიკისკენ“ ფემინისტების პოზიცია ქალის სექსუალობაზე ორად გაიყო: სექსის მიმართ პოზიტიურად და სექსის მიმართ ნეგატიურად. კამათის საგანი იყო პორნოგრაფია და პოლიტიკური ლესბოსელობა. ზოგიერთი ფემინისტი სექსუალური თავისუფლების მომხრე იყო და ეწინააღმდეგებოდა იმ ფემინისტების ჯგუფს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ პატრიარქალურ კულტურაში, სადაც ქალები მამაკაცების მხრიდან ძალადობისა და პორნოგრაფიის ობიექტები არიან, სექსუალურობა განისაზღვრება, როგორც ის, რაც იწვევს ერექციას. სექსის მიმართ ნეგატიური არგუმენტების ავტორები იყვნენ ქეთრინ მაქქინონი და ანდრეა დვორკინი. სექსის მიმართ პოზიტიური, ანუ სექსუალური ლიბერტარიანელების ბანაკი უპირისპირდებოდა „ნეგატიურ“ არგუმენტებს პროსტიტუციის, სადო-მაზოხიზმისა და სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის სექსის წინააღმდეგ. სექს-ნეგატიური ფემინისტებისთვის მნიშვნელოვანი იყო მამაკაცების მიერ ძალადობისგან თავისუფლება, ხოლო სექს-პოზიტიური ფემინისტებისთვის უმთავრესი იყო რეპრესიული სექსუალური ნორმებისგან გათავისუფლება. ბევრი სექს-ნეგატიური ფემინისტი პორნოგრაფიას ქალთა ჩაგვრის ცენტრალურ ასპექტად მიიჩნევდა.

ფემინისტმა ტი-გრეის ატკინსონმა განაცხადა, რომ ყველა ფემინისტი პოლიტიკურად ლესბოსელია. თავდაპირველად ეს მხოლოდ პოლიტიკურ განაცხადად გაიგებოდა, შემდეგ კი სექსუალურ პრაქტიკასაც გულისხმობდა. ერთ-ერთი განმარტების თანახმად, პოლიტიკური ლესბოსელი არის ქალად თვითიდენტიფიცირებული ქალი, რომელსაც არ აქვს სექსუალური კავშირი კაცებთან. თუმცა არც ქალებთან სექსუალური კავშირები წარმოადგენს მისთვის აუცილებლობას. პოლიტიკური ლესბოსელები გმობდნენ ნებისმიერი სახის ჰეტეროსექსუალურ კავშირს. ფემინისტი ქეროლი ვანსი კი თვლიდა, რომ თუ ლოზუნგი „პირადი პოლიტიკურია“ სექსუალური ცხოვრების პოლიტიკურობას გამოხატავს, მაშინ ლოგიკურია მოლოდინი, რომ ფემინისტებს, რომლებიც საერთო პოლიტიკას იზიარებენ, ერთმანეთის მსგავსი სექსუალური ცხოვრებაც უნდა ჰქონდეთ. ასე ხედავდა ის კავშირს პოლიტიკურ მიზნებსა და პირად ქცევას შორის.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Code, L. (Ed.). (2000). Encyclopedia of Feminist Theories. London & New York: Routledge.      

კატეგორია: 
ავტორები: